პრაღაში, სასტუმროში ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა

პრაღის ცენტრში, სასტუმროში ხანძარს ორი ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters ავრცელებს.

ცეცხლი სასტუმრო Eurostars David Hotel-ში გაჩნდა, რომელიც ჩეხეთის დედაქალაქის ეროვნული თეატრის მახლობლად მდებარეობს.

ხანძრის შედეგად, ცხრა ადამიანი დაშავდა. რა გახდა ხანძრის მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.