პრაღაში აბაშიძე-კარასინის შეხვედრა მიმდინარეობს

უკვე ორ საათზე მეტია ჩეხეთში აბაშიძე-კარასინის შეხვედრა მიმდინარეობს. რამდენიმეთვიანი შესვენების შემდეგ ფორმატი განახლდა.

მამუკა ბახტაძის გაპრემიერების შემდეგ აბაშიძე-კარასინის შეხვედრა პირველად იმართება.

გრიგორი კარასინი საქართველოს ხელისუფლების მოსკოვისთვის არასასიამოვნო ხედვებზე საუბრობს. ასევე ეხება საპრეზიდენტო კამპანიასაც.