პრაღაში აბაშიძე-კარასინის მორიგი შეხვედრა გაიმართა

პრაღაში აბაშიძე-კარასინის მორიგი შეხვედრა გაიმართა, რომელიც სამ საათს გაგრძელდა.

საუბრის დასაწყისში ზურაბ აბაშიძემ ყურადღება გაამახვილა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების დაცვის და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ რთულ ვითარებაზე. ასევე, საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეში დარღვევის კონკრეტული მაგალითებიც დაასახელა. გარდა ამისა, შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები განიხილეს.

აბაშიძე-კარასინის მორიგი შეხვედრა ზაფხულში გაიმართება.

დატოვე კომენტარი