პოზნერი თბილისში - ხმაურიანი საპროტესტო აქცია და გამოხმაურება 

ვლადიმერ პოზნერის საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით შეფასებები კეთდება.  ოპოზიციის ნაწილი მიიჩნევს, რომ პოზნერი, რომელიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას არ აღიარებს, ქვეყანაში არ უნდა შემოეშვათ. მათი განცხადებით, საზოგადოებამ პუტინის პროპაგანდისტული მანქანის წინააღმდეგ თავდაცვის აქტი განახორციელა. „გირჩის“ წარმომადგენელი იაგო ხვიჩია კი აცხადებს, რომ გუშინ თბილისის ქუჩებში განვითარებული პროცესები ქართველებს არ ეკადრება და ასეთი კონცერტების დადგმა მიუღებელია.

მოამბე