პოსტევროპის 34-ე პლენარული სხდომა

საქართველო პოსტევროპის 34-ე პლენარულ სხდომას და ბიზნესინოვაციების ფორუმს მასპინძლობს.

ღონისძიება ეკონომიკის მინისტრმა გიორგი ქობულიამ გახსნა. საერთაშორისო ღონისძიებაზე  ევროპის ქვეყნების საფოსტო ოპერატორების ხელმძღვანელები იმყოფებიან. მათ შორის არის მსოფლიო საფოსტო კავშირის გენერალური დირექტორი ბიშარ ჰუსეინი.

სხდომაზე განხილული იქნება საფოსტო რეფორმები და სფეროს განვითარების გეგმები.

საქართველოს ფოსტის მიერ ორგანიზებული ღონისძიების ფარგლებში  გაიმართება ბიზნესინოვაციების ფორუმიც, რომელშიც საფოსტო ბიზნესთან დაკავშირებული 100-ზე მეტი საერთაშორისო კომპანია მიიღებს მონაწილეობას.

პოსტევროპის პლენალური სხდომა დაარსებიდან  25 წლის იუბილესაც აღნიშნავს.