პოსტერებით დანახული თბილისი

ხვალ ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო სივრცეში შვიდი ხელოვანის თვალით დანახული თბილისი იქნება წარმოდგენილი.

ეს არის პოსტერების ახალი სერია, რომელიც დედაქალაქისთვის დამახასიათებელი ურბანული დეტალების გამოყენებით შეიქმნა. პროექტი უბნებს, სახლებს, ქუჩებს სიმბოლოებს და ისეთ დეტალებს აერთიანებს, რომლებიც ყველასთვის თბილისთან ასოცირდება. სერიის შესაქმნელად ილუსტრატორები რამდენიმე დღით თავად იქცნენ საკუთარ ქალაქში ტურისტებად.