პორტუგალია – საქართველო 98 – 90

12:29, 01.09.2026

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მერვე მატჩი პორტუგალიაში გამართა. დაძაბულ შეხვედრაში საქართველომ 98 : 90. გაიმარჯვა. გამორჩეული მატჩი ჩაატარა რატი ანდრონიკაშვილმა. მისთვის პორტუგალიასთან დაპირისპირება ყველაზე შედეგიანი იყო საქართველოს ნაკრებში, სადაც 20 ქულა მიითვალა. შეხვედრის ბომბარდირი თორნიკე შენგელია გახდა, რომელმაც 26 ქულა ჩააგდო, მამუკელაშვილის ანგარიშზე კი – 22 ქულაა. საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მომდევნო მატჩს, 26 ნოემბერს, სტუმრად საბერძნეთთან გამართავს.

მსგავსი