„პორტრეტები პეიზაჟის თანხლებით“ – იტალიელი არტისტის, ჯანი ფორტეს ნამუშევრების ექსპოზიცია სამხატვრო აკადემიაში
გამოფენა „პორტრეტები პეიზაჟის თანხლებით“ – ფოტოგრაფიისა და პირადი ისტორიების ერთიან ექსპოზიციად წარმოდგენის მცდელობაა. იტალიელი არტისტი ჯანი ფორტე საკუთარი აუდიო-ვიზუალური პროექტის ფარგლებში, ასახავს ადამიანებს და იმ ადგილებს, რომლებსაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვთ მათ ცხოვრებაში.
პროექტი მიხეილ თუმანიშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალ „საჩუქარის“ ფარგლებში, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში გაიხსნა.