პორტოს დეკლარაცია - პოლიტიკური შეფასებები
ისევ შეფასებების თემაა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებული დეკლარაცია, რომელიც ოფიციალურ თბილისს ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებისა და პოლიტიკურ პატიმრებად მოხსენიებული დაკავებულების გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ. გაწერილია სხვა მოთხოვნებიც. უსამართლო და უარგუმენტო – ასეთია საქართველოს ხელისუფლების შეფასება. ქართულმა მხარემ ეუთო-ს ფაქტებზე დაფუძნებული დასკვნების გაკეთებისკენ მოუწოდა, გაჟღერებული ბრალდებები კი ოპოზიციის რიტორიკას შეადარა.
რეზოლუციას წინ უსწრებდა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის გენერალური მდივნის განცხადება, რომელმაც ოპოზიცია საპარლამენტო ბოიკოტის გამო გააკრიტიკა. აღნიშნული თბილისში მორიგი ურთიერთბრალდებების მიზეზიც გახდა.