პორტოს დეკლარაცია - პოლიტიკური შეფასებები
 ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დოკუმენტი, რომელიც ახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვს, თბილისში მწვავე ბრალდებებისა და პოლიტიკური შეფასებების თემაა.
პორტოს დეკლარაციაში ასამბლეა გამოხატავს შეშფოთებას 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებზე დაფიქსირებული დარღვევების გამო, რაც ძირს უთხრის თავად არჩევნების შედეგებს. რეზოლუცია გმობს ძალის არაპროპორციულ გამოყენებას მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ, მოუწოდებს დიალოგისკენ მხარეებს, სიტუაციიდან გამოსავლის მოსაძებნად, ასევე დიალოგის გაგრძელებისკენ ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვის უზრუნველსაყოფად, აღნიშნული კი უნდა გამოიხატოს ყველა პოლიტიკური პატიმრის დაუყოვნებლივი გათავისუფლებითა და ახალი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებით, რაც ნამდვილად ასახავს ქართველი ხალხის ნებას.