პორტალის პრეზენტაცია

გენდერული სტატისტიკის შესახებ საქსტატმა ახალი პორტალი შექმნა.

მომხმარებლებს ის საშუალებას მისცემს ერთ სივრცეში მიიღოს ინფორმაცია, გენდერულ ჭრილში, იმ მიმართულებების შესახებ როგორიცაა: მოსახლეობა, განათლება, ჯანდაცვა, დასაქმება, უმუშევრობა და სამართალდარღვევები. პორტალის პრეზენტაცია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა გამართა.

პროექტი გაეროს ქალთა ორგანიზაციის ფინანსური მხარდაჭერით შეიქმნა. მომხმარებლებს პორტალის ხილვა საქსტატის ვებ-გვერდზე შეეძლებათ.