პომპეის საგანძური თბილისში

20 საუკუნის წინ ფერფლად ქცეული ქალაქი საგამოფენო სივრცეში გაცოცხლდება.

ეროვნული მუზეუმის საგამოფენო სივრცეში ყველა იმ ექსპონატს მოუყარეს თავი, რომლებიც პომპეის ცხოვრებასა და კულტურაზე გვიყვება. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება პომპეის არქეოლოგიური პარკიდან ჩამოტანილი ქანდაკებები, თაბაშირის ფიგურები, ოქრომჭედლობის ნიმუშები და ნაკეთობები, რომლებიც რესტავრატორებმა სპეციალური ტექნოლოგიებით აღადგინეს.

ვანის არქეოლოგიური მუზეუმის შემდეგ გამოფენის ორგანიზატორებმა აქცენტი ამჯერად შინაარსობრივ მხარეზე გააკეთეს. თბილისის ეროვნულ მუზეუმში დამთვალიერებელი უნიკალურ ექსპონატებთან ერთად შესაბამის ვიდეომასალასაც იხილავს და პომპეის ტრაგიკულ ისტორიაზე დეტალურ ინფორმაციას მიიღებს.

გამოფენის საინფორმაციო მხარდამჭერი საქართველოს პირველი არხია.