პოლონეთში საქართველოს მოქალაქე მოკლეს

პოლონეთში საქართველოს მოქალაქე მოკლეს. ეჭვმიტანილი სავარაუდოდ საქართველოს მოქალაქეა. ინფორმაციას მოკლული გიზო ბოჭორიშვილის ნათესავები ადასტურებენ, თუმცა ისინი მედიასთან კომენტარს არ აკეთებენ.

მეზობლების ინფორმაციით, შემთხვევა ორი დღის წინ ვარშავის ერთ-ერთ სასტუმროში მოხდა. მათი თქმით, ინციდენტს წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.

როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, პოლონეთში საქართველოს საელჩოში შევიდა შეტყობინება საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების თაობაზე. დაწყებულია საქმის მოკვლევა.

საქართველოს საელჩო კონტაქტზეა ოჯახთან და მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები.