პოლონეთში სამოქალაქო აქტივისტები არ შეუშვეს

სამოქალაქო აქტივისტები, რომლებიც პოლონეთში გაერო-ს მიერ ორგანიზებულ კლიმატის ფორუმს უნდა დასწრებოდნენ, ქვეყნის ტერიტორიაზე არ შეუშვეს.

გავრცელებული ინფორმაციით, მესაზღვრეებმა სამოქალაქო ორგანიზაციების რამდენიმე ათეული წარმომადგენელი არ გაატარეს. მათ შორის მოხვდა ქართული დელეგაციის წევრი, ნუგზარ კოხრეიძე.

სამეცნიერო-ინტელექტუალურ კლუბ „თაობათა დიალოგის“ ხელმძღვანელს კატოვიცეს აეროპორტში გასულ ღამეს საპასპორტო კონტროლის გავლის დროს უთხრეს, რომ მისი სახელი საშიში პირების სიაში იყო.

საქართველოს დელეგატთან ერთად არიან უკრაინის და ბელგიის დელეგატებიც.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ინციდენტის შემდეგ პოლონეთის არასამთავრობო ორგანიზაციებმა, ხელისუფლება ადამიანის უფლებების დარღვევაში დაადანაშაულეს.