პოლონეთმა საჰაერო სივრცე ჩაკეტა

რუსეთის მიერ უკრაინის ქალაქებზე განხორციელებული თავდასხმის დროს, პოლონეთმა რამდენიმე ქალაქის საჰაერო სივრცე ჩაკეტა. ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს. მათ შორის, ლუბლინის და ჟეშოვის. ასევე, დროებით არ ხორციელდებოდა ფრენები ვარშავის შოპენის აეროპორტშიც. როგორც პოლონეთში განმარტეს, ეს უკავშირდება „დაუგეგმავ სამხედრო აქტივობას, რომელიც მიმართულია სახელმწიფოს უსაფრთხოების უზრუნველყოფისკენ“.