პოლონეთმა რვა ქართველ სამართალდამცველს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა

რვა ქართველ სამართალდამცველს პოლონეთში შესვლა აეკრძალა – ინფორმაცია ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა. უწყება სამართალდამცველების გვარებსა და სახელებს არ აკონკრეტებს, თუმცა, აღნიშნავს, რომ სანქციები დაწესდა საქართველოში ოპოზიციის წინააღმდეგ მზარდი რეპრესიების საპასუხოდ იმ პირების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებლები არიან აქციის მონაწილეებზე ძალადობაში.

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ თუ საქართველოს ხელისუფლება ავტორიტარულ მმართველობას არ დაასრულებს, სანქციები შეუქცევადი გახდება. „ქართულ ოცნებაში“ კი ამბობენ, რომ პოლონეთის ეს გადაწყვეტილება ორმაგი სტანდარტია.