პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტი საქართველოში

18:12, 28.10.2026

საქართველოს პრეზიდენტი, აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპისა და ცენტრალური აზიის ნარკოპოლიტიკის კომისიის თავმჯდომარეს, პოლონეთის ყოფილ პრეზიდენტ ალექსანდერ კვაშნევსკისა და თანმხლებ დელეგაციას შეხვდა. პრეზიდენტის სასახლეში გამართულ გაფართოებულ შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ნარკოპოლიტიკის სფეროში არსებულ რეგიონულ და გლობალურ გამოწვევებზე, ასევე, პრევენციის, მკურნალობისა და რეაბილიტაციის მიმართულებით თანამშრომლობის შესაძლებლობებზე. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს გამოცდილებას საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიმართულებით.   აღინიშნა 2015 წელს დაწყებული C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა. მიხეილ ყაველაშვილმა კომისიის წევრებს გააცნო 2027 წელს თბილისში ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობის პირველი გლობალური სამიტის ჩატარების ინიციატივაც, რომლის გამართვაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან, ოლიმპიურ კომიტეტთან და საერთაშორისო პარალიმპიურ კომიტეტთან თანამშრომლობით განიხილება.

მსგავსი