პოლონეთის ვიცე-სპიკერი „ვივამედში“ მივიდა

პოლონეთის პარლამენტის ვიცე-სპიკერი აცხადებს, რომ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრაზე უარი უთხრეს. როგორც მალგოჟატა გოშიევსკამ „ვივამედის“ კლინიკასთან განაცხადა, მეორე მსოფლიო ომის მერე, ეს არის პირველი შემთხვევა ევროპის ტერიტორიაზე, როდესაც პრეზიდენტი პატიმრობაშია. ამასთან, მალგოჟატა გოშიევსკამ საქართველოს ევროინტერგაციის გზაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ოპოზიციური პარტიები მკაფიოდ გამოხატავენ მზაობას და მოწოდებას, რომ საქართველოს მიენიჭოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, მიუხედავად ქვეყანაში არსებული შიდა დაძაბულობისა.