„უკრაინამ უნდა გაიხსენოს პოლონეთისგან მიღებული დახმარება“, – ამის შესახებ პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა. „ერთი მხრივ, მესმის პრეზიდენტ ზელენსკის, რადგან მისი როლია, ყოველთვის მოითხოვოს მეტი დახმარება, მაგრამ ვფიქრობ, მან და უკრაინამ ასევე უნდა გაიხსენონ, რომ როდესაც სხვები მხოლოდ ჩაფხუტებს გზავნიდნენ, ჩვენ ტანკებს ვგზავნიდით“ – განაცხადა პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა.