პოლონეთის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება

მოსამართლეების დანიშვნის საკითხზე რეზონანსული აღმოჩნდა პოლონეთის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება.

საკონსტიტუციო ტრიბუნალის დადგენილებით, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს უფლება არ აქვს, რომ პოლონეთში მოსამართლეების დანიშვნის კანონიერება კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს. საქმის განხილვა მას შემდეგ დაიწყო, რაც მაისში სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ პოლონეთის საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნა ნორმებს არ შეესაბამება. პოლონეთის საკონსტიტუციო სასამართლოს ახალ დადგენილებას ნეგატიური რეაქციები მოჰყვა ევროსაბჭოდან. გადაწყვეტილება კანონის უზენაესობასთან დაკავშირებით ევროკავშირთან ვარშავის მრავალთვიან დავას კიდევ უფრო ამწვავებს.