პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პრემიერს შეხვდა

საქართველოში პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იმყოფება. ზბიგნევ რაუ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მიიღო. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები. ყურადღება დაეთმო ორმხრივ სავაჭრო და ეკონომიკურ თანამშრომლობას, ხაზი გაესვა აღნიშნული მიმართულებით კავშირების გაძლიერების მნიშვნელობას. საუბრისას ყურადღება გამახვილდა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მიმართ პოლონეთის მტკიცე მხარდაჭერის მნიშვნელობაზე. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველო მიესალმება პოლონეთის მხარდამჭერ განცხადებებს ყველა შესაძლო ფორმატში საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით.