პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა თბილისში ვიზიტი ქართველ კოლეგასთან შეხვედრით დაიწყო, რის შემდეგაც, ერთობლივი ბრიფინგი გაიმართა. ილია დარჩიაშვილის განცხადებით, შეხვედრაზე აქცენტები გაკეთდა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხზე. როგორც მინისტრმა ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა, პოლონელ კოლეგას გაუზიარა ინფორმაცია 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესთან აკავშირებდათ. შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დაფიქსირდა პოლონეთის მხარდაჭერა. „პოლონეთი ყოველთვის ერთმნიშვნელოვნად უჭერდა მხარს საქართველოს საზოგადოების მისწრაფებას, ჰქონოდა დამოუკიდებლობა, თავისუფლება და მშვიდობა, ასევე სუვერენული უფლება განვითარების მოდელის, ალიანსისა და ინტეგრაციული ინსტიტუტის არჩევის“ – განაცხადა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ევროინტეგრაციის გარდა, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას, საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციასა და უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიას.