პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება

პოლონეთი მხარს უჭერს საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, – ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ზბიგნევ რაუმ პოლონეთში შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, ახლა საჭიროა საქართველომ გამოიყენოს შანსები სტატუსის მოსაპოვებლად. ამას გარდა, შვედეთისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა უკრაინის მხარდაჭერასა და რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მე-11 პაკეტის მნიშვნელობაზეც ისაუბრეს. მხარეებმა აღნიშნეს, რომ მზად არიან გაუწიონ უკრაინას დახმარება იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება.