პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება

12:25, 15.02.2026

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, რადოსლავ სიკორსკის განცხადებით, ევროპა უკრაინის დახმარების მთავარი მიმწოდებელი გახდა და ამით შტატები ჩაანაცვლა. შესაბამისად, სიკორსკი თვლის, რომ ევროპას რუსეთ-უკრაინის ომის მოლაპარაკებების მაგიდასთან ადგილი ეკუთვნის. ამის შესახებ მან მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე გამართული პანელური დისკუსიის დროს განაცხადა. სიკორსკიმ აღნიშნა, რომ მოლაპარაკებებში აშშ-ის ლიდერის როლი ბუნებრივი იქნებოდა იმ პირობებში, როდესაც სწორედ შტატები იყო უკრაინის დახმარების მთავარი დონორი, თუმცა ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ევროპული დახმარების წილი მნიშვნელოვნად გაიზარდა.

მსგავსი