საქართველოს პრეზიდენტმა ევროპელ ლიდერებთან სატელეფონო საუბარი გამართა. სალომე ზურაბიშვილი ტელეფონით ესაუბრა პოლონეთის პრეზიდენტს. ანჯეი დუდამ პრეზიდენტს და ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოუცხადა. მისი თქმით, ქართველ ხალხს აქვთ უფლება, იაროს გაერთიანებული ევროპისკენ. ანჯეი დუდა გამოსავალს ხელახალ არჩევნებში ხედავს.