პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა თანამდებობა დატოვა

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა თანამდებობა დატოვა. ბეატა შიდლო პოლონეთის პარტია „კანონი და სამართლიანობის“ მიერ ფორმირებულ მთავრობას 2015 წლის ნოემბრიდან ხელმძღვანელობდა. პოლონეთის ახალი პრემიერი ამავე პარტიის თავმჯდომარე, ფინანსთა მინისტრი მატეუშ მორავეცკი გახდება.

შიდლო, სავარაუდოდ, მინისტრთა კაბინეტში დარჩება და ერთ-ერთ სამინისტროს უხელმძღვანელებს. პრემიერ-მინისტრის გადადგომამდე რამდენიმე საათით ადრე, პოლონეთის პარლამენტში მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადებას უყარეს კენჭი, თუმცა საკმარისი რაოდენობის ხმები ვერ დააგროვეს.

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ბეატაშიდლოს პრემიერის თანამდებობა ნებაყოფლობით არ დაუტოვებია და მიიჩნევენ, რომ გადადგომის გადაწყვეტილება მმართველი პარტიის ლიდერის, იაროსლავ კაჩინსკის მოთხოვნით მიიღო.