პოლონეთის მთავრობის გადაწყვეტილება

პოლონეთი მზად არის კიევს დამატებითი თავდაცვითი იარაღი მიაწოდოს. ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა: „ჩვენ მზად ვართ მივაწოდოთ დამატებითი თავდაცვითი იარაღი, რომელიც გამოყენებული იქნება უკრაინის ტერიტორიის, ქალაქების, მოსახლეობის დასაცავად რუსეთის არმიის აგრესიისგან“, – ამბობს მორავიეცკი. აღსანიშნავია, რომ პოლონეთის ხელისუფლებამ უკრაინას თავდაცვითი შეიარაღება თებერვლის დასაწყისში მიაწოდა.