დუმილი პოლონეთიდან.
კლინიკა „ვივამედში“ პოლონელი ექიმის ქცევაზე ოფიციალური განმარტება ამ დრომდე არ გაკეთებულა. ქართული მხარის შეკითხვებზე პასუხი არც ელჩის მოვალეობის შემსრულებელს გაუცია, რომელიც დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში იმყოფებოდა. პოლონეთიდან ჩამოსული მედიკოსის საქციელი გაუგებარია „ვივამედის“ ხელმძღვანელობისთვისაც. მიხეილ სააკაშვილისგან ბიოლოგიური ნიმუშის აღების ოფიციალური პროცედურა ყოველგვარი შეფერხების გარეშე ჩატარდა. რატომ და რა მიზნით ცდილობდა უცხოეთიდან ჩამოსული ექიმების ჯგუფში მყოფი პოლონელი მედიკოსი ბიოლოგიური მასალის მალულად, პროცედურის დარღვევით და ფეხსაცმლით გატანას – თვეების განმავლობაში წარმოებული ლობისტური კამპანიის და ექს-პრეზიდენტის ჯანმრთელობის გარშემო არაერთი ინტერპრეტაციის ფონზე მმართველ გუნდს გარკვეული ეჭვები აქვს.
რამდენიმეთვიანი მოთხოვნის შემდეგ „ვივამედში“ უცხოელი ექიმების ჯგუფის სკანდალით დასრულებული ვიზიტის დეტალებს სალომე ქოქიაშვილი არკვევდა.