ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია პოლონეთის ტურისტულ ბაზარზე აქტიურ კამპანიას იწყებს. კამპანიის ფარგლებში, საქართველოს მოგზაური, ბლოგერი და ჟურნალისტი რობერტ შულცი ეწვია.
პრესტურის პირველ დღეს ბლოგერი ძველ თბილისს ეწვია და ზიპლაინით დაეშვა. 7-დღიანი ტურის ფარგლებში, ის დაათვალიერებს ქუთაისს, იმერეთში სვერის სათავგადასავლო ტურისტულ ბანაკს, სხვადასხვა ღირსშესანიშნაობებს, მოინახულებს ადგილობრივ მარნებს. მოგზაურობის შესახებ კი ვიდეობლოგებს მოამზადებს, რომელსაც შემდეგ პოლონეთის პოპულარული ტელეკომპანიებისა და „იუთუბის“ საშუალებით გაავრცელებს.
პრესტურის მიზანია პოლონეთიდან საქართველოში ტურისტული ნაკადების მოზიდვა და ტურისტული პროდუქტების პოპულარიზაცია.