პოლოლიკაშვილის კანდიდატურა – შეფასებები
რა გახდა მიზეზი, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გაერო-ს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობაზე, ზურაბ პოლოლიკაშვილი მესამე ვადით აღარ წარადგინა.
პრემიერის განცხადებით, როდესაც ჯერ კიდევ თანამდებობაზე მყოფი ზურაბ პოლოლიკაშვილი, ისეთი ლექსიკით საუბრობს წარმდგენ ხელისუფლებაზე, რაც მან გამოიყენა, ეს უტყუარი ნიშანია, რომ უალტერნატივო გადაწყვეტილება მიიღეს. შეგახსენებთ, გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი ზურაბ პოლოლიკაშვილი „ფორმულასთვის“ გაგზავნილ წერილში ამბობდა, რომ კარგი იქნება, თუ ირაკლი კობახიძე იტყვის, „რაში გაცვალა მისი კანდიდატურა“.
„სამი კვირაა და მეტი, ვწერ, ვურეკავ და იმალება, გამოვიდეს და თქვას, რაში გაცვალა ჩემი კანდიდატურა“, – ნათქვამია ზურაბ პოლოლიკაშვილის წერილში.