პოლიტსაბჭოს სხდომა „ქართულ ოცნებაში“ 

„ქართულმა ოცნებამ“ რეგიონებში მერობის კანდიდატები დაასახელა.

როგორც ირაკლი კობახიძემ პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა,   თვითმმართველობის არჩევნებზე „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბს თავად უხელმძღვანელებს. თბილისში კამპანიის ლიდერი კახი კალაძე, საქართველოს მასშტაბით კი ირაკლი ღარიბაშვილი იქნება. ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების შეკითხვებსაც უპასუხა, მათ შორის საუბარი შეეხო „ქართული ოცნების“ მხრიდან შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირების საკითხს.