პოლიტიკური ტერორიზმის საკითხისადმი მიძღვნილი მინისტერიალი
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვაშინგტონში, „პოლიტიკური ტერორიზმის ხელახალი გააქტიურების შესახებ“ გამართულ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა, სადაც დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა. მაკა ბოჭორიშვილმა თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ პოლიტიკური ტერორიზმის საკითხის საერთაშორისო დღის წესრიგში დაყენება, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თანამედროვე უსაფრთხოების გამოწვევების ფონზე. მისი განცხადებით, რადიკალური ჯგუფები ხშირად დემოკრატიის სახელით მოქმედებენ, თუმცა მათი რეალური მიზანი არა დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება, არამედ მათი დასუსტებაა, ასევე, პოლიტიკური ტერორიზმი ხშირად შეუმჩნეველი ფორმებით ვლინდება და მის წინააღმდეგ ბრძოლა დემოკრატიული სახელმწიფოების საერთო გამოწვევაა. მაკა ბოჭორიშვილი ვაშინგტონში ამერიკის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს მიწვევით იმყოფება.