პოლიტიკური სპექტრის მზადება მეორე ტურისთვის

გზავნილები მეორე ტურის წინ.

მთავარი პოლიტიკური აქტორების პროგნოზები საკმაოდ ოპტიმისტურია. „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ 20-ვე ოლქში გამარჯვებაში დარწმუნებული არიან. ხელისუფლება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების პირობას დებს. თავის მხრივ გაყალბების სქემების გამოყენებაში დარწმუნებულია ოპოზიცია, რომელიც ამომრჩევლებს მაღალი აქტივობისკენ მოუწოდებს და ხმების დაცვის აუცილებლობაზე აკეთებს აქცენტს.

2 ოქტომბერს პროპორციულ ნაწილში მმართველი გუნდის მიერ მიღებული 47%-იანი მხარდაჭერის მიუხედავად, ოპოზიციის ნაწილისთვის რეფერენდუმის და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნა დღის წესრიგიდან როგორც ჩანს, ჯერ მოხსნილი არ არის. პროგნოზები და მოლოდინები არაერთგვაროვანია – ოპოზიციის ერთ ნაწილს ხვალინდელი დღის მიმართ ნიჰილისტური განწყობა აქვს.