პოლიტიკური შეთანხმების პერსპექტივა 

მოსახლეობის განწყობის ფონზე სულ უფრო აქტუალური ხდება ხუთ თვიანი პოლიტიკური კრიზისის დაძლევა და მოლაპარაკების გაგრძელების პერსპექტივა. ევროკავშირის მედიატორობის ორი უშედეგო მცდელობის შემდეგ გაურკვეველია, გამოგზავნის თუ არა ევროპული საბჭოს პრეზიდენტი უკვე მესამედ პირად წარმომადგენელს თბილისში. ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ოპოზიციის ერთი ნაწილი დიალოგის გაგრძელების აზრს მხოლოდ მხარეთა რადიკალურად გასხვავებული პოზიციების დაახლოების შემდეგ ხედავს. უცვლელად რჩება მათი დღის წესრიგიც, რომელიც საპროტესტო აქციებსაც გულისხმობს. ერთი მხრივ სწორედ შიდა პროტესტით და მეორე მხრივ საერთაშორისო ზეწოლის გაძლიერებით ესახება ოპოზიციას კრიზისის დაძლევა. ერთ-ერთი მთავარი საერთაშორისო გზავნილი პარლამენტის სათანადოდ მუშაობა და ბოიკოტის დასრულებაა. ამიტომ მათი სტრატეგია გაუგებარია „გირჩისთვის“, რომელიც მმართველ გუნდთან ინდივიდუალურ კონსულტაციებს იწყებს და პარლამენტში შესვლის სურვილსაც არ მალავს, თუმცა საპარლამენტო საქმიანობის დაწყებას არ ჩქარობს.

დატოვე კომენტარი