პოლიტიკური შეთანხმების პერსპექტივა - მხარეთა პოზიციები 

ნიკა მელიას პატიმრობაში დატოვებამ პოლიტიკური განცხადებები კიდევ უფრო გაამწვავა. მით უმეტეს, რომ წინ ევროკავშირის მედიატორობით მოლაპარაკების მესამე რაუნდის მოლოდინია.

გავრცელებული ინფორმაციით, შარლ მიშელის პირად წარმომადგენელთან ერთად მედიაციის პროცესში შესაძლოა ევროკავშირის ექვსი საგარეო საქმეთა მინისტრიც ჩაერთოს. თუმცა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები მათი თავმჯდომარის და გიორგი რურუას გათავისუფლების გარეშე დიალოგის გაგრძელების აზრს ვერ ხედავენ. ბოიკოტის რეჟიმში მყოფ ოპოზიციას მელიამ უკვე მოუწოდა, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან მისი გათავისუფლების პირობებს, მათ შორის 20 ივნისის საქმეზე ამნისტიის აქტს არცერთ შემთხვევაში არ დათანხმდნენ. საუბარია იმ პუნქტზე, რომლითაც ევროპელი მედიატორის, კრისტიან დანიელსონის დოკუმენტი იწყება. ხუთთვიანი პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად ევროკავშირის მედიაციის პროცესში ამერიკის მონაწილეობის გაზრდას ითხოვს მესამე სექტორი, რომელმაც დღეს ამერიკელ სენატორებს წერილობით მიმართა.

ანა ბროლაძე არკვევდა, ვინ რას ელოდება მესამე რაუნდიდან, რომელიც დიდი ალბათობით თვის ბოლომდე უნდა გაიმართოს.

დატოვე კომენტარი