პოლიტიკური შერიგების შესაძლებლობა

15:11, 19.12.2021

რა რესურსია ქართულ პოლიტიკურ სპექტრში პოლარიზაციის დასასრულებლად და არიან თუ არა მზად პოლიტიკოსები მოლაპარაკებების დასაწყებად –  პარტია „გირჩში“ ფიქრობენ, რომ შერიგებისათვის ქმედით ნაბიჯებს პარტიები არ დგამენ და მხოლოდ საუბრით შემოიფარგლებიან. ამის შესახებ იაგო ხვიჩიამ გადაცემაში აქტუალური შაბათი მაკა ცინცაძესთან ერთად, განაცხადა. დიალოგის დაწყება რთულად წარმოუდგენიათ მმართველ პარტიაში. უმრავლესობაში მიიჩნევენ, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან“, რომელიც ხალხის ნებას და არჩევნებს არ აღიარებს, კონსტრუქციული მოლაპარაკებების წარმოება, პრაქტიკულად შეუძლებელია.

მსგავსი