პოლიტიკური შერიგება - კონსულტაციები პრეზიდენტთან

რა პერსპექტივა აქვს პრეზიდენტის ინიციატივას პოლიტიკურ შერიგებასთან დაკავშირებით. ოპოზიციური პარტიები მოლაპარაკებების პროცესში ჩართვას გეგმავენ. მათი განცხადებით, საბოლოოდ მთავარი გადაწყვეტილება ხელისუფლების მისაღებია.

საპარლამენტო უმრავლესობაში მიიჩნევენ, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან“, რომელიც ხალხის ნებასა და არჩევნებს არ აღიარებს, კონსტრუქციული მოლაპარაკება პრაქტიკულად შეუძლებელია. სალომე ზურაბიშვილის მედიაციით, პარტიებთან ინდივიდუალური კონსულტაციები სავარაუდოდ მიმდინარე კვირაში დაიწყება.