პოლიტიკური შეფასებები „ქართულ ოცნებაში“ მიმდინარე პროცესებზე

18:18, 16.04.2018

ქართულ ოცნებაში მიმდინარე პროცესებზე და პარტიული დისციპლინის უზრუნველყოფის მიზნით ქცევის წესების შემუშავებაზე, საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაზე, მიმდინარე კვირას ქუთაისში იმსჯელებენ.

პირველი არხის ინფორმაციით, სხდომა ხუთშაბათს ან პარასკევს ჩატარდება.

აზრთა სხვადასხვაობაზე პარლამენტის უმრავლესობაში განცხადებები დღესაც გაკეთდა. გედევან ფოფხაძე ამბობს, რომ სხდომის ჩატარებას ელოდება. მანამდე კი, უმრავლესობის წევრად რჩება.

დეპუტატ ბექა ნაცვლიშვილის განცხადებით, თუ უმრავლესობაში არ მოხდება ფრაქცია სოციალ-დემოკრატების მოსაზრებების გათვალისწინება, პარტია მომდევნო არჩევნებში დამოუკიდებლად მიიღებს მონაწილეობას.

 

მსგავსი