პოლიტიკური შეფასებები პრეზიდენტის ინტერვიუსთან დაკავშირებით

უკვე მეორე დღეა, პრეზიდენტის ინტერვიუსთან დაკავშირებით, ქართულ პოლიტიკურ სპექტრში შეფასებები კეთდება. სალომე ზურაბიშვილმა მმართველი გუნდი ცალკეული ევროპელი პარტნიორების მიმართ გაკეთებული მწვავე განცხადებების გამო გააკრიტიკა და ხელისუფლების მხრიდან უკრაინის მიმართ გამოხატული მხარდაჭერაც არასაკმარისად მიიჩნია.

ოპოზიციას კი შეახსენა, რომ ქვეყნის გარეთ გაკეთებული განცხადებები, არა მხოლოდ მთავრობაზე, არამედ საქართველოს რეპუტაციაზეც ახდენს გავლენას.