პოლიტიკური შეფასებები პარლამენტში

პარლამენტს წინ კიდევ ერთი ხმაურიანი პროცესი ელის – არანაკლებ მწვავედ ჩაივლის საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის განხილვა. იმისთვის, რომ 8 მარტის შეთანხმება კონსტიტუციაში აისახოს და ოქტომბერში საპარლამენტო არჩევნები ახალი მოდელით – მანდატების 120/30-ზე გადანაწილების სისტემით ჩატარდეს, „ქართულ ოცნებას“ ოპოზიციის ხმებიც სჭირდება.

„ევროპული საქართველო“ და „ნაციონალური მოძრაობა“ ცვლილებების მხარდაჭერას გიორგი რურუას გათავისუფლების შემთხვევაში აპირებს. თუმცა, თუ დამოუკიდებელი დეპუტატები საკუთარ პოზიციას ძალაში დატოვებენ, დღევანდელი მონაცემებით, საჭირო 113 ხმა უკვე მოგროვებულია. საეჭვოა, განმუხტავს თუ არა ახალი საარჩევნო სისტემის მიღება პოლიტიკურ დაძაბულობას. პოლარიზაციის შემცირების მოწოდებების მიუხედავად, პოლიტიკოსების ტონი სულ უფრო მწვავდება.

ნათია ქენქაძე განაგრძობს საუბარს პირდაპირ ეთერში.