პოლიტიკური შეფასებები მარია ზახაროვას განცხადებაზე

ოფიციალური თბილისი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებას აფასებს. ირაკლი სესიაშვილის განმარტებით, რუსეთის ფედერაცია დესტრუქციულ პოლიტიკას აგრძელებს.

შეგახსენებთ, მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონთან ე.წ. მცოცავი სასაზღვრო ზოლის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. მისივე თქმით, ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი უკვე დიდი ხანია, თბილისისგან არსებული რუკების შედარებას ითხოვს, რათა დადგინდეს, სად გადის ე.წ. გამყოფი ხაზი.