პოლიტიკური შეფასებები აბაშიძე-კარასინის შეხვედრის თემაზე

აბაშიძე-კარასინის შეხვედრის თემაზე კეთდება განცხადებები. ოპოზიცია ქართულ მხარეს არასწორად წარმართული მოლაპარაკებების გამო აკრიტიკებს. მაშინ, როდესაც რუსეთი კონკრეტულ საკითხებზე პირობებს აყენებს, ოპოზიციის შეფასებით, ქართული მხარე პოზიციების სათანადოდ დაცვას ვერ ახერხებს.

კომენტარებს აკეთებენ მმართველ გუნდშიც და ამბობენ, რომ მათი ოპონენტები თემით სპეკულირებას ცდილობენ.

თამუნა წიკლაური შემოგვიერთდება მხარეთა პოზიციებით.