პოლიტიკური შეფასებები

სინოდის დღევანდელ სხდომას და პეტრე ცაავას სკანდალურ განცხადებას პოლიტიკური სპექტრის ყურადღებაც მოჰყვა.

მმართველ გუნდში მიაჩნიათ, რომ მიღებული გადაწყვეტილებები, მიმდინარე პროცესის უკეთ წარმართვას მოემსახურება. „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა კი აცხადებს, რომ ბრალდებები პეტრე ცაავას თანამდებობაზე ყოფნის დროს უნდა გაეჟღერებინა.