პოლიტიკური შეფასებები

„რუსთავი 2“-ის ირგვლივ მიმდინარე პროცესებს ოპოზიცია ტელეკომპანიის სარედაქციო პოლიტიკის ცვლილებას უკავშირებს. საზოგადოებრივი საბჭოს შექმნას „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი რეალურ გამოსავალს უწოდებს. ხელისუფლებაში კი ხაზს უსვამენ, რომ 2012 წლიდან საქართველოში გამოხატვის თავისუფლება არცერთი ტელეკომპანიისთვის არ შეზღუდულა და ეს მომავალშიც ასე გაგრძელდება.

რაც შეეხება მოცემულობას, საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, რომ გადაწყვეტილება სტრასბურგის სასამართლოს ეკუთვნის და მას ყველა ისევე უნდა დაემორჩილოს, როგორც ეს ტელეკომპანიის საქმეზე შეჩერების მექანიზმის გამოყენების დროს მოხდა.