პოლიტიკური შეფასებები

გაერთიანებული ოპოზიცია ,,ძალა ერთობაშია“ არჩევნებზე მხარდამჭერთა სიების გარშემო შექმნილ აჟიოტაჟს შეგნებულად დაგეგმილ პროვოკაციად აფასებს.

როგორც შოთა მალაშხიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მხოლოდ დალუქული სიების გახსნისას ჩნდება, რომ იქ ზედმეტი ხელმოწერებია და ეს ხდება ოპოზიციურ პარტიასთან მიმართებით, ეს არის სუს-ის და ცესკო-ს ერთობლივი ოპერაცია.

ბრალდებებს პასუხობს უმრავლესობა. არჩილ თალაკვაძის თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ცდუნებას ვერ გაუძლო და სიები გააყალბა, რაც არ გამოუვიდა. აღნიშნულ სამართალდარღვევას კი პასუხი უნდა გაეცეს.