პოლიტიკური შეფასებები

15:18, 24.09.2026

მმართველ გუნდში აცხადებდნენ, რომ მუსიკოსმა (Kordz) თავის დროზე „ქართული ოცნების“ ამომრჩეველს შეურაცხყოფა მიაყენა“. ფესტივალი „კამარა“ გორში უნდა გამართულიყო, სადაც მიწვეული იყო მუსიკოსი „კორძი“. ღონისძიება უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მიზეზებით გაუქმდა. აღნიშნული საკითხს თავად მუსიკოსი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა: „გორის მუნიციპალიტეტი ღონისძიების მასპინძელ სივრცეს, „გაბრაზებული ბრბოს“ მობილიზებით დაემუქრა იმ შემთხვევაში, თუ ჩემს გამოსვლას არ გააუქმებდნენ. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც მთელი კვირის განმავლობაში, როგორც სამთავრობო მედიის, ისე პარლამენტის მხრიდან, ჩემი და მასპინძელი სივრცის მისამართით უკიდურესად შეუფერებელი თავდასხმები ხორციელდებოდა. ღონისძიების სპონსორები: ევროკავშირი, გოეთეს ინსტიტუტი და დანიის კულტურის ინსტიტუტი მიიჩნევენ, რომ მსგავს სიტუაციაში რეაგირების გარეშე დარჩენა მისაღებია. მე კი ვფიქრობ, რომ ეს არ არის მისაღები. მმართველი პარტიის მიერ ჩემი კონცერტების ჩაშლა მორიგი ფსკერია; კარგი იქნებოდა, ორგანიზატორებისგან მცირეოდენი მხარდაჭერა მაინც მიმეღო…“ – წერს „კორძი“. საკითხი, უკვე მეორე დღეა პოლიტიკური შეფასებების თემაა.

პარლამენტის თავმჯდომარის გამოხმაურება

მსგავსი