საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადება

15:13, 24.09.2026

„სინანულს გამოვთქვამთ იმის გამო, რომ „კრეატიული კომპასი საქართველოს“ პროექტის ფარგლებში, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ფესტივალი „კამარა“ ორგანიზატორებმა უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მოსაზრებების გამო გადადეს“, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებაშია ნათქვამი. როგორც წარმომადგენლობაში აცხადებენ, ევროკავშირს შემოქმედებითი გამოხატვის თავისუფლების მტკიცედ სჯერა. როგორც ცნობილია, აღნიშნულ ფესტივალზე მიწვეული იყო მუსიკოსი Kordz.

პარლამენტის თავმჯდომარის გამოხმაურება

 

მსგავსი