პოლიტიკური შეფასებები
ფინანსური გარიგება, მოსყიდვა და შეურაცხყოფა – ურთიერთბრალდებები და შიდადაპირისპირება ოპოზიციაში გრძელდება. „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი და მოქმედი წევრების განცხადებები პოლიტიკური შეფასებების თემაა. „ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ საზოგადოება უკვე კარგად ხედავს მათ რეალურ სახეს და მას შემდეგ, რაც გარე აქტორებისგან დაფინანსებას ვეღარ იღებენ, ყოფილი თანაგუნდელები ერთმანეთს ამხელენ. ოპოზიციის ერთი ნაწილი კი, როგორც „ნაციონალურ მოძრაობას, ისე „ქართულ ოცნებას“ ადანაშაულებს კორუფციაში. თავად „ნაციონალურ მოძრაობაში“ კი ამ დაპირისპირებას სერიოზულად არ აღიქვამენ და ამბობენ, რომ წითლიძემ ლეგიტიმური კითხვები დასვა, რასაც პასუხები სჭირდება.