პოლიტიკური შეფასებები

გავრცელებულ კადრებთან დაკავშირებით აქტივისტებისა და ოპოზიციის ერთმა ნაწილმა კი გუშინ აქცია გამართა. ისინი ერთ-ერთი ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ კადრებს იმ აპროტესტებენ, სადაც პოლიციელების მხრიდან ძალადობის ფაქტია ასახული. მიუხედავად იმისა, რომ შსს-ს განცხადებით, ეს ფაქტი 2022 წელს მოხდა და ძალადობაში მონაწილე ყველა პოლიციელი უკვე დაკავებულია, აქციის მონაწილეები ყველა ფიგურანტის დაკავებას ითხოვენ. აქციას შეუერთდნენ პარტია „ლელოს“ და „ოპოზიციური ალიანსის“ წევრებიც, აქციაზე გამოჩნდა ნიკა გვარამიაც.