პოლიტიკური შეფასებები
გამოცხადებული ჰიბრიდული ომის ფარგლებში, „ოცნება“ ცდილობს, წინასწარ შეგვაგუოს ევროპაში თავისუფალი, უვიზო მიმოსვლის დაკარგვას, – წერს გიორგი გახარია სოციალურ ქსელში და უვიზო რეჟიმის საკითხზე „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების განცხადებებს ეხმაურება. მისივე თქმით, ევროპაში თავისუფალი უვიზო მიმოსვლის დასაცავად ბრძოლა გაგრძელდება. ამავე საკითხზე განცხადებას ავრცელებს „ლელო – ძლიერი საქართველოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძეც, ვიზალიბერალიზაცია არის ქართველი ხალხის მონაპოვარი და არა „ოცნების!“ – აღნიშნულია მის წერილში.
განცხადებას ავრცელებს „გირჩის“ ლიდერიც. „არანაირ პროტესტს და ხმაურს არ ექნება აზრი, სანამ არ გავიაზრებთ იმას, რომ ამ თამაშში ბიძინა მარტო არაა, ხაზარაძე და მედია იხვნისკარტები მასთან ერთად არიან, და მასთან ერთად ართმევენ ქართველ ხალხს ევროპას,“ – წერს სოციალურ ქსელში იაგო ხვიჩია.